თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის სათავეებთან

ახალი

ავტორი: თამაზ ბუაჩიძე

თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის სათავეებთან

წინამდებარე წიგნი წარმოადგენს ქართველი ფილოსოფოსის, თამაზ ბუაჩიძის (1930-2001 წწ.), მონოგრაფიას. მის სხვა ნაშრომებთან ერთად, რომელთა შორისაც არის „ჭეშმარიტების ობიექტურობის შესახებ“ (1964), „ჰეგელი და ფილოსოფიის არსების პრობლემა“ (1976), „ჰეგელი ფილოსოფიის შესახებ“ (1981), „თანამედროვე ბურჟუაზიული ფილოსოფიის სათავეებთან“ (1986) და „სიცოცხლის ფილოსოფია“ (1991), განსახილველი წიგნი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მეცნიერის მდიდარ ფილოსოფიურ მემკვიდრეობას. ნაშრომში შოპენჰაუერის, ნიცშეს, კირკეგორის შემოქმედებაზე საუბარს ორგანულად ერწყმის „სიცოცხლის ფილოსოფიის“ პრობლემები, კერძოდ კი, ვ. დილთაის და ო. შპენგლერის ნააზრევის განხილვა-გაანალიზება. ეპოქის სრულ სურათს ქმნის XX საუკუნის გამოჩენილ ფილოსოფოსთა – კ. იასპერსის, მ. შელერის, ა. გელინის და რ. ოიკენის, – ფილოსოფიური ნაღვაწის საფუძვლიანი ანალიზი, ფილოსოფოსებისა, რომლებმაც რადიკალურად შეცვალეს გასული საუკუნის კულტურული ატმოსფერო და სათავე დაუდეს ახალ მიმდინარეობებს, ახალ ხედვას როგორც ფილოსოფიაში, ისე ხელოვნებასა და ლიტერატურაში. წიგნში ასევე თავმოყრილია ავტორის მიერ ადრე, ცალკეულ გამოცემებში ერთხელ უკვე გამოქვეყნებული ნარკვევებიც.

გაზიარება:

წიგნის შეძენა

დაგვიტოვეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით!